“ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-01-03
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-20
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.128.016037
“ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს

დადგენილება №5

2011 წლის 3 იანვარი

დ.ხარაგაული

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად საჭიროა, შეტანილ იქნეს ცვლილება “ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ნოემბრის №36 დადგენილებაში ( სსმ V, №52, 2010 წლის 17 ნოემბერი, მუხლი 1548)

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ნოემბრის № 36 დადგენილებაში

1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელიც არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება“.

    მუხლი 2

 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი

 

კრებსითი — სრული ვერსია