"ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
6
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-01-05
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-10
სარეგისტრაციო კოდი
010220030.10.003.016161
"ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №6

2011 წლის 5 იანვარი

ქ. თბილისი

„ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში (სსმ III, 13.12.2010 წ., №162) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისია განსაზღვრავს ობიექტის მაქსიმალურ ფასს, ცალკეული მუნიციპალიტეტის მიხედვით, და ობიექტის შეფასების კრიტერიუმების წონებს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით კრიტერიუმებსა და მათ წონებს.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) ნაგებობის საერთო სასარგებლო ფართობი (მანსარდისა და აივნების გარეშე) უნდა იყოს არანაკლებ 170 მ2-ისა და არა უმეტეს 240 მ2-ისა;“.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსის შედეგების დასრულების შემდეგ, ობიექტის შეძენის მიზნით, ფორმდება სამმხრივი ხელშეკრულება, რომლის მხარეებსაც წარმოადგენენ ობიექტის მესაკუთრე (გამყიდველი), სააგენტო (მყიდველი) – სახელმწიფოს სახელით და დონორი ორგანიზაცია (დამფინანსებელი).“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია