"ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-01-05
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-06
სარეგისტრაციო კოდი
390050020.10.003.016157
"ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №5

2011 წლის 5 იანვარი

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის             11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ტყით სარ­გებ­ლო­ბის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დე­ბულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დად­გე­ნი­ლე­ბით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-20 პუნქტი ჩა­მო­ყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. 2009 წლის 1 იანვრამდე გაცემული ხე-ტყის დამზა­დე­ბის სპეციალური ლიცენზიის მფლობელები, რომლებსაც ტყეკა­ფე­ბი დამაგრებული აქვთ 2009 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 11 აგ­ვისტომდე, უფლებამოსილი არიან განაგრძონ ტყეკაფების ათ­ვი­სება ტყეკაფის დამაგრებიდან 2 კალენდარული წლის განმავ­ლო­ბაში.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია