სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №64
2010 წლის 30 დეკემბერი
ქ. სენაკი
„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისა, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №51 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ამოღებულ იქნეს დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი.
2. დადგენილება ძალაშია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ნარმანია