„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2068
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-06-09
გამოქვეყნების თარიღი
1999-06-26
სარეგისტრაციო კოდი
310.060.000.05.001.000.574
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995 წ.წ., №27-30, მუხ. 575) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 5.   ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება (სავალდებულო სერტიფიცირება)

1. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, სატრანსპორტო-საექსპლუატაციო და სხვა სახეობასთან დაკავშირებული საქმიანობა ხორციელდება სპეციალური ერთიანი ფორმის (სერტიფიკატის) საფუძველზე.

2. სერტიფიცირებას ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მეშვეობით, კანონმდებლობით დადგენლი წესით.”.

2. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 9 ივნისი.

№2068-IIs

კრებსითი — სრული ვერსია