თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება № 66
2010 წლი ს 29 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43- ე მუხლის მე- 2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილების №1 დანართის ( თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულება ) , მე-3 მუხლის, მე-4 პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულები: მერიის აპარატი; ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; არქიტექტურის საქალაქო სამსახური; კულტურის , სპორტის , განათლების, ძეგლთა დაცვის ა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახური; ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახური ; კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური; კონტროლის საქალაქო სამსახური ; საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების საქალაქო სამსახური; საგანგებო სიტუაციების მართვის საქალაქო სამსახური; სამხედრო საქალაქო სამსახური; საფინანსო საქალაქო სამსახური; სახელმწიფო შესყიდვების საქალაქო სამსახური ; ტრანსპორტის საქალაქო სამსახური; ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა საქალაქო სამსახური; “.
მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხვადაგიანი