საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №155
2003 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 ნოემბრის №465 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 ნოემბრის №465 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში და მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საბჭოს მორიგი სხდომა მოიწვევა ექვს თვეში ერთხელ“.
ე. შევარდნაძე