საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №119
2003 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამხედრო სახლის“ შექმნის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „სამხედრო სახლი“.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე) შეიმუშაოს და დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამხედრო სახლის“ დებულება და დანიშნოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
3. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №586 - სსმ III, №147, 22.10.2007 წ., მუხ.1646
4. ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამხედრო სახლის“ საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილბები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №586 - სსმ III, №147, 22.10.2007 წ., მუხ.1646