საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1984
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-05-28
გამოქვეყნების თარიღი
1999-06-09
სარეგისტრაციო კოდი
00000000.0.000.000000
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 196-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"1. პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში დამოუკიდებელი სტრუქტურული საკოორდინაციო ერთეულების სახით შედიან პარლამენტის კომიტეტების აპარატები, რომელთა უფროსებს და შემადგენლობას, თანახმად დამტკიცებული საშტატო განრიგისა, შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი".

2. 196-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები "ფრაქციების, კომისიების"

II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე                    ე. სურმანიძე

 

თბილისი,

1999 წლის 28 მაისი

№1984 – IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია