საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს პარლამენტი ადგენს:
„საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995 წ.წ., №27-30, მუხ. 642) 59-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეროვნულ ბანკს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა საბანკო ლიცენზიების გაცემისა და ლიცენზიის მქონე ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისათვის.“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 28 მაისი.
№2038-IIს