„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №387 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
99
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-03-26
გამოქვეყნების თარიღი
2003-03-26
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.002.162
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №387 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №99

2003 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის შექმნის შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №387 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მიღებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წინადადება, რომ  მისი 2002 წლის 8 ნოემბრის №86 გადაწყვეტილების საფუძველზე შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის შექმნის შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №387 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში და  II თავის მე-4 პუნქტის „ა“  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კოორდინაციას უწევს საქართველოს ენერგოსისტემის ურთიერთობას მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებთან, მათ შორის კავშირების აღდგენას; აწარმოებს ელექტროენერგიის ურთიერთგადადინების (ექსპორტ-იმპორტი) დისპეტჩერიზაციას“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია