"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
41
მიმღები ორგანო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-14
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.105.016015
"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2010 წლის 27 დეკემბერი

ქ. ზუგდიდი

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის  შესაბამისად:

1. ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის  საკრებულომ  დაადგინა:

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 21 მარტის №7 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) დადგენილების №1 დანართის III თავის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ლ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ლ. ადგენს ოქმს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552 მუხლით გათვალიწინებულ სამართალდარღვევაზე;“.

2. დაევალოს საკრებულოს აპარატს უზრუნველყოს  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.

3. დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.                           

საკრებულოს თავმჯდომარე                                                          ლ. კონჯარია

კრებსითი — სრული ვერსია