აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2010 წლის 24 დეკემბერი
ქ. აბაშა
,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №13 დადგენილებაში ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ”, კერძოდ:
ა) ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.
2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე დ. თოფურია