ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების - საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან "დელტასთან" სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების - საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1088
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-01
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016122
ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების - საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან "დელტასთან" სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების - საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1088

2010 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების – საჯარო  სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან ,,დელტასთან” სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების – საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. რეორგანიზებულ იქნეს შემდეგი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები – საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

ა) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი;

ბ) ინსტიტუტი ,,ოპტიკა”;

გ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი;

დ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი;

ე) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი;

ვ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №487 - ვებგვერდი, 02.09.2011წ.

2. ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების – საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბაზაზე  საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან ,,დელტასთან” (შემდეგში – ,,დელტა”) შეიქმნას შემდეგი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები – საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

ა) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი;

ბ) ინსტიტუტი ,,ოპტიკა”;

გ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი;

დ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი;

ე) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი;

ვ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №487 - ვებგვერდი, 02.09.2011წ.

3. ,,დელტასთან” შექმნილი ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტში მითითებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები – საჯარო სამართლის იურიდიული პირები ჩაითვალონ ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების – საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებამონაცვლეებად.

4. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტში მითითებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების – საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს ,,დელტამ”.

5. ,,დელტამ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უზრუნველყოს ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტში მითითებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების – საჯარო სამართლის იურიდიული პირების წესდებების დამტკიცება.

6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივლისის №531 და ,,ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 სექტემბრის №736  ბრძანებულებები.

7. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2011 წლის პირველი იანვრიდან.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №487 - ვებგვერდი, 02.09.2011წ.

კრებსითი — სრული ვერსია