საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №27
2003 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 8 მარტის №99 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 8 მარტის №99 ბრძანებულების პირველ პუნქტში და სიტყვები „2003 წლის 1 იანვრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „2004 წლის 1 იანვრამდე“.
ე. შევარდნაძე