თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №15/55
2010 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 201 1 წლის 29 მარტის დადგენილება № 5/24-ვებგვერდი, 12.04.2011წ.
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს უფლებამოსილებაა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურული ერთეულის – თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცება.
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 201 1 წლის 29 მარტის დადგენილება № 5/24-ვებგვერდი, 12.04.2011წ.
1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება თანახმად დანართი 1-ისა.
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 201 1 წლის 29 მარტის დადგენილება № 5/24-ვებგვერდი, 12.04.2011წ.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2007 წლის 29 მარტის №4/33 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციის (სამსახური) დებულების დამტკიცების შესახებ“.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
შეტანილი ცვლილებები:
1 . თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 201 1 წლის 27 იანვრის დადგენილება № 2/ 5 -ვებგვერდი, 08.02.2011წ.
2. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 201 1 წლის 29 მარტის დადგენილება № 5/24-ვებგვერდი, 12.04.2011წ.
3. ძალადაკარგულია - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №8/33 - ვებგვერდი, 06.10.2014წ.
დანართი 1
თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში – „სამსახური ”) არის თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვის მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეული, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში ახორციელებს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით. მათი შესრულების მიზნით სამსახური წყვეტს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებს.
3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ხოლო დებულების პროექტს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერი.
4. სამსახური ანგარიშვალდებულია თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის წინაშე.
5. სამსახურს აქვს ბეჭედი, შტამპი თვითმმართველი ქალაქ ფოთის გერბის გამოსახულებით.
6. სამსახურის დაფინანსება ხდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
7. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ. №12.
მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1 . მერისათვის (მერის მოადგილეებისათვის) კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობა.
2 . მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა.
3 . მერის სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულების და სხვა ოფიციალური დოკუმენტაციის პროექტების მომზადება და/ან შეთანხმება.
4 . მერიის (მერის) წარმომადგენლობა სასამართლო ორგანოებში, ასევე სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობისას.
5 . მერის, მერის მოადგილეების და მერიაში შემავალი სამსახურების პერიოდული უზრუნველყოფა საქართველოს მედიის მიერ გავრცელებული, ქალაქ ფოთის მერიის საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის თაობაზე.
6 . მედიის საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა.
7 . მერიის მუშაობის შედეგების საინფორმაციო ბაზის წარმართვა და ანალიზი.
8 . საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა.
9 . მერიაში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
10 . მერიის არქივის წარმოება.
11 . მერიაში ერთიან საქმისწარმოებასთან დაკავშირებით სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
12 . მერიაში დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა.
13 . საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის და მერის მოადგილეების დავალებების შესრულების კონტროლი. საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი.
14 . მერის, მერის მოადგილეების თათბირების ორგანიზება.
15 . მოქალაქეთათვის მერიის საქმიანობის გაცნობა.
16 . მერიის სისტემაში შემავალ სამსახურებთან ურთიერთობის დამყარება, მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ერთობლივი პროექტების კოორდინირებულად განხორციელება.
17 . საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება.
18 . თავისი კომპეტენციის ფარგლებში თვითმმართველი ქალაქ ფოთის სახელით სამთავრობო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და კერძო ბიზნესის სტრუქტურებთან ურთიერთობის განხორციელება .
19 . საქმიანი პარტნიორების გამოვლენი სა და მათთან კონტაქტების დამყარები ს უ ზრუნველყოფა .
20 . ოფიციალური დელეგაციებისათვის მიღებასა და დაბინავებაში ხელშე წყობა ;
21 . თვითმმართველ ქალაქ ფოთში მყოფი უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მერის მიერ დახვედრის, მიღების, გაცილების ორგანიზება.
22 . სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი , სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება და მათი წარდგენა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურისათვის.
23 . სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის სამართლებრივი აქტების, მერიის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადება და თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისთვის წარდგენა.
24 . სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარის, მერის, მერის მოადგილეების სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილის, მერის თანაშემწეებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) იურიდიული განყოფილება;
ბ) კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილება;
გ) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
დ) საგარეო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისა და სამსახურის უფროსის დავალებებს.
5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება წინამდებარე დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
მუხლი 4. იურიდიული განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანები:
1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა.
2. ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების შედგენა.
3. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისათვის რეკომენდაციის მომზადება მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით.
4. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის დავალებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.
5. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის თანამშრომელთათვის კონსულტაციის მიცემა ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით.
6. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა, შესაბამისობაში მოყვანა მოქმედ კანონმდებლობასთან და თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს ნორმატიულ აქტებთან.
7. თვითმმართველი ქალაქ ფოთის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული) წარმომადგენლობა სასამართლო ინსტანციებში, სხვა სამართალდამცავ ორგანოებში და დაწესებულებებში.
8. შესაბამისი დავალების შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის ინტერესების დაცვა სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს (მათ შორის, ამ ორგანოთა სხდომებზე, თათბირებზე და ა.შ.).
9. მოქალაქეთა წერილები სა და საჩივრები ს განხილვა .
10. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისა და სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება.
11. კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები ს განხორციელება .
მუხლი 5. კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანები:
1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება.
2. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი , საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.
3. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება, სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება წელთა ნამსახურობის მიხედვით.
4. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ფუნქციური და მართვის პროცედურების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
5. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების კონტროლი საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში.
6. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაცია.
7. ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადება.
8. ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, პერიოდული ანალიზი და შეფასება.
9. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება.
10. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზი , მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება. სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.
11. თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
12. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის, მერის მოადგილეებისა და სამსახურის უფროსის თათბირების ოქმების მომზადება-გაფორმება.
13. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის სამართლებრივი აქტების იურიდიული განყოფილების მიერ საბოლოო ექსპერტიზა და რედაქტირების შემდეგ მერისათვის ხელმოსაწერად მომზადება.
14. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის ხელმოწერილი სამართლებრივი აქტების შესაბამის მერიის სამსახურებზე და თანამდებობის პირებზე დასაგზავნად მომზადება და მისი დაგზავნის უზრუნველყოფა.
15. ხელმოსაწერად ვიზირებული მერის სამართლებრივი აქტების პროექტების რეგისტრაციაში გატარება, თანმხლები რეკვიზიტების შემოწმება და ხელმოსაწერად მომზადება.
16. კორესპოდენციების ცენტრალიზებული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა.
17. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
18. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქივის წარმოება.
19. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების, შტამპების, ბლანკების გამოყენების კონტროლი.
20. სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გავლის ორგანიზება.
21. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის, სამსახურის უფროსის სახელზე შემოსული ოფიციალური კორესპოდენციების აღრიცხვა, შესაბამისი რეზოლუციების საფუძველზე მათი დროულად დამუშავება და შემსრულებლამდე მიწოდება.
22. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვი ს უზრუნველყოფა .
23. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის, სამსახურის უფროსის ხელწერით გასული ოფიციალური კორესპოდენციის რეგისტრაცია და დანიშნულებისამებრ ადრესატისათვის ჩაბარება ან საფოსტო კავშირებით გადაგზავნა.
24. მეთოდური დახმარები სა და კონსულტაციები ს გაწევა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის საჯარო მოხელეები სათვის საქმისწარმოების ორგანიზაციის საკითხებში.
25. სამსახურში შემოსული კონტროლზე აყვანილი ოფიციალური კორესპონ დენციების შესრულების ვადების დაცვისათვის შეხსენების სისტემის მუშაობი ს უზრუნველყოფა .
26. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული წერილების შესრულების ორგანიზაცია და მათი უშუალო შესრულება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში.
27. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერთან მოქალაქეთა ერთიანი მიღები ს ორგანიზება;
28. იურიდიულ განყოფილებასთან ერთად საკადრო საკითხებთან დაკავშირებით თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.
29. ყოველდღიური კონტროლი სამსახურის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვისათვის.
30. ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება.
31. ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზი , მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება, სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.
32. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების პროექტის მომზადება, აღრიცხვა და კონტროლი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვაზე.
33. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის საჯარო მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენა.
34. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინარ ულ ი გადაცდომის შესახებ საკითხების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება .
35. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისა და სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება.
36. კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები ს განხორციელება .
მუხლი 6. საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანები:
1. მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის შეხვედრები ს ორგანიზება.
2. პრესკონფერენციების მოწყობა.
3. პრესრელიზები სა და საინფორმაციო წერილები ს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გასავრცელებლად მო მზადება .
4. სხვადასხვა უწყებებთან და პრესსამსახურებთან ურთიერთობის კოორდინირება.
5. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერი ს, საქართველოს ბეჭდვითი მედიის მასალების ყოველდღიური თემატური ნაკრებით, საინფორმაციო გადაცემების მონიტორინგის შედეგებით, ბეჭდვითი მედიის ყოველდღიური ანალიზით, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისა და მერიის საქმიანობის ამსახველი მედიის მასალების შეფასებით და რეკომენდაციებით უზრუნველყოფა.
6. დადგენილი წესით შემოსული ინფორმაციი ს აღრიცხვა .
7. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მუშაობის გაშუქება და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინირება.
8. მედიის წარმომადგენლების თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის თანამშრომლებთან შეხვედრი ს ორგანიზება შეხვედრის დროი ს და ადგილი ს შეთანხმება .
9. მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში მერიის მიერ გამოსაქვეყნებლად გადაცემული მასალის გამოქვეყნება.
10. კონფერენციების, სემინარების, შეხვედრების ორგანიზება პოლიტიკური, საზოგადო, მეცნიერების, კულტურის და სხვა სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით.
11. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისათვის ანალიტიკური გამოკვლევებისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით მიღებული მასალები ს მომზადება.
12. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მერიის ოფიციალური ვებ-გვერდის ქართულ ენაზე რეგულარული განახლება, მასზე ინფორმაციის საჯაროდ გამოცხადება და დაქვემდებარებული მასალის განთავსება.
13. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების მედია საშუალებებით გაშუქების კოორდინაცია და კონტროლი .
14. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ შესრულებული ან დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაციული ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია.
15. თავისი კომპეტენციის ფარგლებში თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის, მერის მოადგილეების და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებები ს შესრულება .
მუხლი 7. საგარეო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანები:
1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქალაქის საგარეო ურთიერთობების განვითარება და კოორდინაცია.
2. უცხოეთში გასაგზავნი ოფიციალური დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრასა და სამუშაო პროგრამების შედგენაში მონაწილეობა .
3. ოფიციალური დელეგაციების მიღებასა და დაბინავებაში ხელშე წყობა .
4. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის თანამდებობის პირების უცხოეთის ქვეყნებში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების, ასევე მივლინებების ორგანიზება.
5. თვითმმართველ ქალაქ ფოთში მყოფი უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მერის მიერ დახვედრის, მიღებისა და გაცილების ორგანიზება.
6. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სამახსოვრო ალბომის წარმოები სა და დაცვა-შენახვი ს უზრუნველყოფა .
7. უცხოეთის ქვეყნების მეგობარი ქალაქების ხელმძღვანელებზე გასაგზავნი წერილების, დეპეშების მო მზადება და გაგზავნის ორგანიზება.
8. თვითმმართველი ქალაქ ფოთის დღესასწაულებში მონაწილეობის მისაღებად უცხოეთის მეგობარი ქალაქების, ასევე საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწვევის ორგანიზება.
9. თვითმმართველ ქალაქ ფოთში ჩამოსული უცხოეთის ქვეყნის (ქვეყნების) წარმომადგენელთა ქალაქ ფოთისა და საქართველოს ფარგლებში მოგზაურობის დაგეგმვისა და განხორციელების ორგანიზება.
10. მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებასთან ერთად თვითმმართველ ქალაქ ფოთში ჩამოსული უცხოეთის ქვეყნის (ქვეყნების) წარმომადგენელთა ვიზიტების, გამართული შეხვედრებისა და მიღწეული შეთანხმებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მედიის საშუალებებით.
11. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისა და სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება.
მუხლი 8. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის თანაშემწეები:
1. აწარმოებენ შესაბამისი თანამდებობის პირის სახელზე შემოსული კორესპონდენციების ანალიზს და სისტემატიზაციას, განსახილველად ამზადებენ შესაბამის კორესპონდენციებს;
2. ახორციელებენ კონტროლს შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ გაცემული დავალებების შესრულებაზე.
3. უზრუნველყოფენ დაწესებულებების, ორგანიზაციების წინადადებებზე, განცხადებებსა და საჩივრებზე მუშაობის ორგანიზაციას.
4. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისა და მერის მოადგილეების, სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 9. სამსახურის ქონება
სამსახურის მთელი ქონება შეადგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკუთრებას.
მუხლი 10. დასკვნითი ნაწილი
სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სამსახურის დებულებით, დადგენილი წესით.
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 201 1 წლის 29 მარტის დადგენილება № 5/24-ვებგვერდი, 12.04.2011წ.