„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მიღების თარიღი
2010-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-31
სარეგისტრაციო კოდი
010240060.21.014.016008
„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №14

2010 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში დამატებისა  და ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით (სსმ III, 03.01.2006, №1, მუხ.1) დამტკიცებულ „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი  დამატება და ცვლილება:

1. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-8 პუნქტი:

„8. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული პირობები, აგრეთვე ასეთი ხელშეკრულების მიმართ ამ მუხლის, ასევე ამ დებულების 26-ე და 261 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გავრცელების საკითხი.“.

2. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების  კონტროლის განხორციელების მიზნით შემსყიდველ ორგანიზაციას ევალება გამოყოს კოორდინატორი ან შექმნას სპეციალური ინსპექტირების ჯგუფი (შემდგომში – ინსპექტირების ჯგუფი). ინსპექტირების ჯგუფის წევრი შესაძლებელია იყოს როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელი, ასევე სხვა პირი.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტ. ურჯუმელაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია