„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
42
მიმღები ორგანო
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-06
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.139.016014
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2010 წლის 27 დეკემბერი

ქ. ბორჯომი

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალტიეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების/ სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №36 დადგენილებაში (სსმ V, №55, 25.11.2010წ.,) შეტანილ იქნეს ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1 „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის” მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მე-4 პუნქტის მოთხოვნები” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 მოთხოვნები.”;

ბ) მე- 5 მუხლის მე-7 პუნქტში – სიტყვები „წერილობით ხელშეკრულებას” შეიცვალოს სიტყვებით – „ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საჯარო აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას, ოქმს ხელს აწერს მყიდველი/მოსარგებლე და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე როგორც გამყიდველი.”;

გ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე               ბ. ქურდაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია