წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №46
2010 წლის 22 დეკემბერი
ქ. წალენჯიხა
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №29 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:
დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე ხანძრების თავიდან აცილების ორგანიზაციას და ჩაქრობას, ამ ღონისძიებისათვის აუცილებელი სამუშაოების შესრულებასა და მომსახურების გაწევას.“
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ციმინტია