საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №176
2004 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
ზ. ნოღაიდელისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს „საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის განვითარების საკრედიტო შეთანხმების (რეფორმების მხარდაჭერის კრედიტი)“ ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვის, მისი პარაფირების და მოლაპარაკების ოქმზე ხელის მოწერის უფლებამოსილება.
მ. სააკაშვილი