საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №464
2002 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ
დაკმაყოფილდეს საქართველოს კულტურის სამინისტროს შუამდგომლობა და თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საქმიანობის შემდგომი სრულყოფისა და გაუმჯობესების მიზნით „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრზანებულება №473, სსმIII, №69, 10.06.2005წ., მუხ.746
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახელმწიფო ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს კულტურის სამინისტრომ (ს. გოგიბერიძე).
ე. შევარდნაძე
1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრზანებულება №473, სსმIII, №69, 10.06.2005წ., მუხ.746
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დებულება
(ამოღებულია)-საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრზანებულება №473, სსმIII, №69, 10.06.2005წ., მუხ.746