საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №461
2002 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
ა. გამყრელიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ამირან გამყრელიძეს, რომ ხელი მოაწეროს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობისა და ფარმაცევტიკის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს.
ე. შევარდნაძე