საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №460
2002 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
ზ. გაიპარაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ზურაბ გაიპარაშვილს, რომ ხელი მოაწეროს ევროპის ახალგაზრდობისათვის პასუხისმგებელ მინისტრთა მე-6 კონფერენციაზე მიღებულ შემაჯამებელ დეკლარაციას.
ე. შევარდნაძე