საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2010 წლის 29 დეკემბერი
ქ. საჩხერე
„ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 29 ოქტომბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 29 ოქტომბრის № 30 დადგენილებაში (სსმ V, 05.11.2010.წ., №47, მუხლი 1394) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“.
2. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში სიტყვები „ დებულების (რეგლამენტის)“, შეიცვალოს სიტყვებით „ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის).
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარი მაინც, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა“.
4. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებიდან ამოღებულ იქნე ს: „ თავი I. ზოგადი დებულებები“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. იაშვილი