საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №447
2002 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თ. შარაშენიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს ბულგარეთსა და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურ კონსულს თეიმურაზ შარაშენიძეს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შეიარაღებისა და ტყვია-წამლის უსასყიდლოდ გადმოცემასთან დაკავშირებით“.
ე. შევარდნაძე