საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №127/ნ
2010 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფარასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის N44 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფარასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №44 ბრძანებაში (სსმ 30.01.2009, №11 მუხ. 114) და
ა) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;”
ბ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე კანონმდებლობის შესაბამისად.”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. სეფერთელაძე