საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №427
2002 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №23 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 24 ივნისის ბრძანებულება №4 93 - ვებგვერდი, 27.06.2013წ.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდეგში - თეატრი).
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №23 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 24 ივნისის ბრძანებულება №4 93 - ვებგვერდი, 27.06.2013წ.
2. (ამოღებულია – 11.01.2012, №23) .
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №23 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
3. თეატრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №23 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
31. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) თეატრის დებულების დამტკიცება;
ბ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №23 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) 2003 და შემდეგ წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის ხარჯთა ნუსხის მიხედვით განსაზღვროს თეატრისათვის საჭირო ასიგნებანი (მათ შორის: სადადგმო, საგასტროლო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის) და იგი ბიუჯეტში კულტურის სამინისტროს ასიგნებათა ფარგლებში გამოყოს ცალკე სტრიქონად.
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №23 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
2. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 4 ივნისის ბრძანებულება № 4 93 - ვებგვერდი, 27 .0 6 .2013წ.
თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის დებულება
(ამოღებულია)
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №23 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.