ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-17
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.131.016023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2010 წლის   29 დეკემბერი

ქ. ქობულეთი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცებულ იქნეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა .

2. ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად იქნეს გამოცხადებული „ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 სექტემბრის               № 75 დადგენილება.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

საკრებულოს თავმჯდომარე                                                      ნ. ბერაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის დადგენილება №9- ვებგვერდი, 17.03.2011წ.

     2. ძალადაკარგულია - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 7 ნოემბრის დადგენილება № 25 - ვებგვერდი, 1 9 . 11 .2014წ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური ( ტექსტში შემდგომ – სამსახური ) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული , რომელიც ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე , სამშენებლო საქმიოანობაში დადგენილი წესების დარღვევების ფაქტების გამოვლენას და მათ შესრულებაზე კონტროლს .

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის , გამგეობის დებულების , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად .

3. ზედამხედველობის სამსახური შექმნილია „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონისა და „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს № 8 დადგენილების შესაბამისად .

4. ზედამხედველობის   სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით .

5. ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული მისამართია : ქ . ქობულეთი , დავით აღმაშენებლის გამზირი   № 141.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 25 თებერვლის დადგენილება №9- ვებგვერდი, 17.03.2011წ.

თავი II. სამსახურის ამოცანები, ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები

    მუხლი 2

 სამსახურის ძირითადი ამოცანაა მუნიციპალიტეტის გარე იერსახეზე , გარე ვაჭრობაზე , გარე რეკლამის განთავსებაზე , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების , სამშენებლო , გარემოსდაცვითი , სანიტარიული და სხვა შესაბამისი ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება კანონმდებლობის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში .

    მუხლი 3

 სამსახურის ფუნქციებია :

ა ) გარე რეკლამის განთავსების , სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევების ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი ;

ბ ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება - დაწესებულების , ორგანიზაციების , იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე ( შენობა - ნაგებობების ფასადების , გზის საფარის , გარე განათების , გამწვანებული ტერიტორიების , მარკიზების , ვიტრინების , ღობეების ტექნიკურ - ესთეტიკური მდგომარეობის ) კონტროლი და დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება ;

გ ) სამშენებლო , სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე ( სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა , მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა , მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა - გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება , სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა - მოწესრიგება და სხვა ), ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე   დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ შესრულებაზე კონტროლის დაწესება ;

დ ) სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი წესრიგი მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე ;

ე ) უზრუნველყოს გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დაცვის კონტროლი და ამ სფეროში დაშვებული დარღვევის ფაქტების გამოვლენა ;

ვ ) უკანონო , უსახური და ამორტიზებული ჯიხურების , მანქანა - დანადგარების , ავტოფარეხების ( რკინის კონსტრუქციები ), დახლების , სტელაჟების , სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების , დაფების , ფირნიშების , აბრები ს , აფიშების , პლაკატების , ლოზუნგების და სხვა სარეკლამო ატრიბუტიკის არასწორად განთავსების ფაქტების გამოვლენა , მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება .

ზ ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოების , სამშენებლო მასალების , ნაკეთობებისა და კონსტრუქციების სიმტკიცის , სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვაზე კონტროლი ;

თ ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე და მასში მონაწილე ყველა სუბიექტზე , სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას სამშენებლო ნორმების , წესების , სახელმწიფო სტანდარტებისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე , სამშენებლო საქმიანობის წარმოებისას შესაბამის სამსახურთან შეთანხმებულ და დამტკიცებულ პროექტთან შესაბამისობაზე , მშენებარე ხაზობრივი ნაგებობების , შენობა - ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე კონტროლი ;

ი ) მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი და ლანდშაფტური , მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება ;

კ ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარიული და გარემოს დაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი ;

ლ ) მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად შრომის , ყოფა - ცხოვრების და დასვენების უსაფრთხოებაზე განმსაზღვრელი წესებისა და ნორმების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება ;

მ ) სამოქმედო სფეროში   საქართველოს ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან / და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება ;

ნ ) საგანმანათლებლო , სააღმზრდელო და საგანმანათლებლო - სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული სახის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა ;

ო ) საგანმანათლებლო , სააღმზრდელო და საგანმანათლებლო - სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა ;

პ ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ( საპარიკმახეროები , კოსმეტიკური კაბინეტები, სასტუმროები , კემპინგები , მოტელები , ავტოსადგომები , აბანოები , საუნები , საშხაპეები , სამრეცხაოები , საზოგადოებრივი პლაჟები , კინოთეატრები , სპორტული მოედნები , ნაგავსაყრელები , ტურისტული ბაზები , სანატორიუმები , სათამაშო სახლები , კლუბები , ატრაქციონები და საზოგადოებრივი მნიშვნელობის სხვა დაწესებულებები ) სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა ;

ჟ) მშენებლობადასრულებული შენობა - ნაგებობების ვარგისად აღიარებ ის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება ;

რ ) დასუფთავების მოსაკრებელის ადმინისტრირება ;

ს ) დადგენილი წესით დაწესებულებების მოწყობის სანიტარიულ - ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობის დასკვნის გაცემა ;

ტ ) უზრუნველყოს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში განხილვა ;

უ ) უზრუნველყოს გამგებლის , გამგებლის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულება ;

ფ ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები .

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 25 თებერვლის დადგენილება №9- ვებგვერდი, 17.03.2011წ.

    მუხლი 4

თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით , სამსახურს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს :

ა ) შენობა - ნაგებობების მშენებლობის , გაფართოებასა და რეკონსტრუქციაზე , სამშენებლო ნორმების , წესების , სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე შემოწმების პროცესში მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ყველა ფიზიკური ან / და იურიდიული პირისაგან , განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა ;

ბ ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები , დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე ;

გ ) განახორციელოს კონტროლი საქალაქო მეურნეობის , კეთილმოწყობის , გარე რეკლამის , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის , გარე ვაჭრობის და სანიტარიული დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე ;

დ ) მოსთხოვოს სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტებს ყველა აუცილებელი საპროექტო , ნორმატიული და საშემსრულებლო დოკუმენტაცია ;

ე ) სამსახური სამშენებლო სამართალდარღვევის საკითხებს განიხილავს მათი ხასიათისა და სახეობის , ფაქტობრივი ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და არსებული კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დამრღვევის მიმართ საჯარიმო ან / და სხვა ზომებისა და ღონისძიებების გატარების თაობაზე ;

ვ ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან / და იურიდიული პირის , აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები ;

ზ ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეადგინოს ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტზე . მოახდინოს უდავო საჯარიმო თანხის ამოღება და დადგენილი წესის შესაბამისად მათი ბიუჯეტში მიმართვა ;

თ ) გასცეს მშენებლობაში მონაწილეთათვის აუცილებლად შესასრულებელი მითითება პროექტის , სამშენებლო ნორმების , სტანდარტებისა და სხვა სათანადო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ ;

ი ) დამრღვევის მიმართ მიიღოს შესაბამისი დადგენილება , კერძოდ :

ი . ა ) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ ;

ი . ბ ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ ;

ი . გ ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა - ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის , მშენებარე შენობა - ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ ;

კ ) დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მიიღოს დადგენილება საურავის დაკისრების შესახებ ;

ლ ) მის მმართველობას მიკუთვნებული სფეროების ფარგლებში მოამზადოს წინადადებები გამგეობის სამსახურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების არამართლზომიერი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შესახებ და წარუდგინოს შემდგომი გადაწყვეტილებების მისაღებად გამგებელს ;

მ ) დადგენილი წესის მიხედვით სათანადო ვადებში უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა გამგებელთან ;

ნ) ფიზიკურ ან / და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები განიხილოს დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს იმ კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების ფარგლებში , რომელთა აღსრულებაც შედის სამსახურის კომპეტენციაში ;

ო) განახორციელოს სანიტარიული და გარემოს დაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი ;

პ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი .

    მუხლი 5

სამსახური ვალდებულია :

ა ) აწარმოოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სარგებლობის შეზღუდვაზე , ქუჩებზე , მაგისტრალებზე , მოედნებზე , პარკებში , სკვერებში , დასასვენებელ ზონებში , საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე , მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა - გადაკეთებაზე , სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე , ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე , შენობათა საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე , სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლი ;

ბ ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის მიერ საქალაქო მეურნეობის , კეთილმოწყობის , გარე იერსახის , გარე რეკლამის , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის , გარე ვაჭრობის და სხვა საკითხებზე მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულებაზე ;

გ )   (ამოღებულია - 25.02.2011წ, №9) ;

დ ) აწარმოოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების , შენახვისა და ტრანსპორტირების დროს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დაცვაზე კონტროლი ;

ე ) აწარმოოს მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე , მათ მოჭრაზე ან / და ამოძირკვაზე კონტროლი ;

ვ ) აწარმოოს ახალი და სარეკონსტრუქციო , გარემოსდაცვითი და სხვა სამეურნეო ობიექტების ( რომლებიც თავიანთი საწარმოო საქმიანობით ზემოქმედებენ გარემოზე ) მშენებლობის და ექსპლოატაციაში შეყვანის დადგენილი ვადების შესრულებაზე , აგრეთვე მათი მშენებლობის პროექტებით და სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლი .

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 25 თებერვლის დადგენილება №9- ვებგვერდი, 17.03.2011წ.

თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა

    მუხლი 6

1. ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ( შემდგომში – სამსახურის უფროსი ), რომელსაც „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი .

2. სამსახურის უფროსი :

ა ) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის , „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოში მოქმედი სხვა კანონმდებლობის შესაბამისად და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე ;

ბ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას ;

გ ) შეიმუშავებს წინადადებებს თანამშრომელთა შორის ფუნქციური განაწილების შესახებ და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს გამგებელს ;

დ ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის ;

ე ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ;

ვ ) წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს , წინადადებებს , დასკვნებსა და რეკომენდაციებს ;

ზ ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ;

თ ) წარმოადგენს სამსახურს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას ;

ი ) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში ;

კ ) ესწრება გამგებლის თათბირებს ;

ლ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის , გამგებლის მოადგილის ცალკეულ დავალებებს ;

მ ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება - მოვალეობებს .

3. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის გამგებლის წინაშე .

4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე .

5. ზედამხედველობის სამსახურის   უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გადადგომის საფუძველია :

ა ) პირადი განცხადება ;

ბ ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ;

გ ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობა ; უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება ;

დ ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ;

ე ) გარდაცვალება ;

ვ ) „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები .

6. სამსახურის უფროსის არყოფნისას , უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან / და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება სამსახურის ერთ - ერთ წამყვან სპეციალისტს .

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 25 თებერვლის დადგენილება №9- ვებგვერდი, 17.03.2011წ.

თავი IV. სამსახურის სტრუქტურა

      მუხლი 7

1. ზედამხედველობის   სამსახური   შედგება სამსახურის უფროსისა და   სპეციალისტისაგან .

2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა - გათავისუფლება ხორციელდება გამგეობის   დებულებით , „ საჯარო სამსახურის შესახებ ” საქართველოს კანონით .

    მუხლი 8

 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის   სამსახურის შემადგენლობაში შედის წამყვანი სპეციალისტი , რომლის რაოდენობა განისაზღვრება სამსახურის საშტატო განრიგით .

2. წამყვანი სპეციალისტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს :

ა ) სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი წესების დარღვევის გამოვლენას და მათ შესრულებაზე კონტროლს ;

ბ ) სამოქმედო ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე ;

გ ) სამოქმედო ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე და მასში მონაწილე ყველა სუბიექტზე , სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას სამშენებლო ნორმების , წესების , სახელმწიფო სტანდარტებისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე , სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას შესაბამის სამსახურთან შეთანხმებულ და დამტკიცებულ პროექტთან შესაბამისობაზე , მშენებარე ხაზობრივი ნაგებობების , შენობა - ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე კონტროლს ;

დ ) მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი და ლანდშაფტური , მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირებას ;

ე ) უკანონო , უსახური და ამორტიზებული ობიექტების გამოვლენას , მათი აღკვეთის ღონისძიებების უზრუნველყოფას .

ვ ) სამოქმედო ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დაცვის კონტროლს ;

ზ ) გარე რეკლამის განთავსების დადგენილი წესების დაცვის კონტროლს ;

თ ) სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად შრომის , ყოფა - ცხოვრების და დასვენების უსაფრთხოებაზე განმსაზღვრელი წესებისა და ნორმების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელებას ;

ი ) საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ,  საგანმანათლებლო , სააღმზრდელო და საგანმანათლებლო - სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიულ - ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობას ;

კ ) მოსაკრებლის ადმინისტრირების მიზნით ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადებას ;

ლ ) შესრულებული საქმისწარმოების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან ;

მ ) შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადებასა და წარდგენას უშუალო ხელმძღვანელისათვის ;

ნ ) უშუალო ხელმძღვანელის დავალებების ოპერატიულ შესრულება ;

ო ) დაკისრებული მოვალეობების კვალიფიციურ შესრულებას .

პ ) სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება - დაწესებულებების , ორგანიზაციების , იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლს ;

ჟ ) სამოქმედო ტერიტორიაზე სანიტარიული და გარემოს დაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლს ;

რ ) უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში განხილვას ;

თავი V. (ამოღებულია - 25.02.2011წ, №9)

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 25 თებერვლის დადგენილება №9- ვებგვერდი, 17.03.2011წ.

    მუხლი 9  (ამოღებულია - 25.02.2011წ, №9)

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 25 თებერვლის დადგენილება №9- ვებგვერდი, 17.03.2011წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია