საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დროის ათვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
412
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-09-26
გამოქვეყნების თარიღი
2002-09-30
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.002.
საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დროის ათვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №412

2002 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დროის ათვლის შესახებ

1. ევროპის ქვეყნების მიერ საზაფხულო დროის შემოღებისა და გაუქმების შეთანხმებული ვადების (ბრიუსელი, 2001 წლის იანვარი) გათვალისწინებით 2002 წლის 27 ოქტომბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაუქმდეს საზაფხულო დრო (03 საათზე მოხდეს საათის ისრების გადაწევა ერთი საათით უკან).

2. ნება დაერთოთ საქართველოს სამინისტროების, უწყებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიზანშეწონილობის შემთხვევაში სამუშაო დრო შეამცირონ ერთი საათით, საღამოს საათების ხარჯზე.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია