საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №897
2010 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებაში (სსმ III, 24.11.2005., №136, მუხ. 1515) შეტანილ იქნეს დამატება და დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:
„ნ1) ჰუმანიტარული განაღმვითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა და კოორდინაცია.’’
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ახალაია