„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
975
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-30
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.016093
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №975

2010 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III, 15.07.2005, №83, მუხ. 910) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომელთაც ის თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრთან შეთანხმებით. პირველი მოადგილისა და მოადგილეების ფუნქციებს განსაზღვრავს დირექტორი.

6. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მისი ერთ-ერთი მოადგილე.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია