საქართველოში უხუცეს დღეგრძელთა (100 და მეტი წლის ასაკის) სამწდიცინო დახმარების, სოცილაური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
388
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-08-23
გამოქვეყნების თარიღი
2002-08-26
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.05.002.002.
საქართველოში უხუცეს დღეგრძელთა (100 და მეტი წლის ასაკის) სამწდიცინო დახმარების, სოცილაური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №388

2002 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოში უხუცეს დღეგრძელთა (100 და მეტი წლის ასაკის) სამედიცინო დახმარების, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ

საქართველოში უხუცეს დღეგრძელთა (100 და მეტი წლის ასაკის) სამედიცინო დახმარების, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე):

ა) სახელმწიფო ჯანდაცვითი (ცენტრალური და მუნიციპალური) პროგრამების ფარგლებში, ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებების მეშვეობით, უზრუნველყოს უხუცეს დღეგრძელთა ყოველწლიური გასინჯვა და საჭიროებისამებრ მათი საკურორტო საგზურით მომსახურება საკურორტო რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში;

ბ) საქართველოს მოწყალებისა და ჯანმრთელობის ფონდთან ერთად განაგრძოს მუშაობა ამ მიმართულებით ყოველწლიური მონიტორინგისა და სამედიცინო კვლევის ხარჯების გათვალისწინებით.

2. რეკომენდაცია მიეცეთ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტერიტორიულ ბიუჯეტებში გადასაცემი ტრანსფერებიდან სოციალურ ღონისძიებათა დაფინანსებისათვის გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში ყოველწლიურად გამოყონ თანხები უხუცეს დღეგრძელთა მატერიალური მხარდაჭერისათვის.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია