საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №384
2002 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს საკონსტიტუციო საკითხთა შემსწავლელი და წინადადებების შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის საფუძველზე შეიქმნა ძირითადი საბაზისო კანონმდებლობა, ქვეყნის სამართლებრივმა სისტემამ განვითარების პირველი, ყველაზე მძიმე პერიოდი გაიარა. რეალობა დღის წესრიგში ახალ მოთხოვნებს გვიყენებს, როგორც კანონმდებლობის განახლების, ისე უკვე არსებულის სრულყოფისა და დახვეწის თვალსაზრისით. კონსტიტუციური წყობის შემდგომი განმტკიცებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია შექმნილი რეალობის სიღრმისეული გააზრების საფუძველზე გადახედილი ან მოდერნიზებული იქნეს კანონმდებლობით უკვე აპრობირებული მრავალი პრინციპი და ინსტიტუტი. გასატარებელია ახალი რეფორმები, რომელთა შინაარსიც კონსტიტუციური წყობილების იმ ძირითადი საფუძვლების, საბაზისო სახელმწიფო ინსტიტუციების და ფასეულობების დანერგვა-ოპტიმიზაციაში მდგომარეობს, რომლებიც შემდგომ ეტაპზე განაპირობებენ ქვეყნის მდგრად და სტაბილურ განვითარებას, სამართლისა და მასზე დაფუძნებული სისტემის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ცივილურ ურთიერთობას.
რეფორმების გარკვეული მიმართულებების განსახორციელებლად საჭირო იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება-განხორციელება. ამასთან, შესამუშავებელია კონსტიტუციური კანონი საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით:
1. შეიქმნას საქართველოს საკონსტიტუციო საკითხთა შემსწავლელი და წინადადებების შემმუშავებელი სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს პრეზიდენტი, კომისიის თავმჯდომარე
ნინო ბურჯანაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ზურაბ ჟვანია – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;
ასლან აბაშიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური
ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
ივანე მერაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე – ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;
ზურაბ აბაშიძე – საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი
გიორგი არველაძე – საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსი – საქართველოს პრეზიდენტის პრეს-მდივანი
გიორგი ბარამიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
კახაბერ ბარათაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე
ლევან ბეჟაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ვალერი გელბახიანი – საქართველოს პარლამენტის წევრი;
გია გეწაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
ავთანდილ დემეტრაშვილი – საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი;
ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი
გივი ინწკირველი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
კონსტანტინე კემულარია – საქართველოს პარლამენტის წევრი;
კონსტანტინე კუბლაშვილი – დამოუკიდებელი ექსპერტი;
ვასილ მაღლაფერიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი;
დავით მუსხელიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და თნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი
ირაკლი ოქრუაშვილი – საქართველოს გენერალური პროკურორი;
მერაბ სამადაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
დავით უსუფაშვილი – “აირის - საქართველოს” უფროსი იურიდიული მრჩეველი
იაკობ ფუტკარაძე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
ჯონი ხეცურიანი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
ვლადიმერ ჭანტურია – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
ვახტანგ ყოლბაია – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
ალექსანდრე შალამბერიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი;
ელდარ შენგელაია – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი წერეთელი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
ვალერი ხაბურძანია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
თინათინ ხიდაშელი – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი
გიორგი ხუბუა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი.
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 ოქტომბრის №454 ბრძანებულება - სსმ III, №108 04.11.2002 წ., მუხ.946
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 იანვრის №30 ბრძანებულება - სსმ III, №6 24.01.2004 წ., მუხ.93
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 თებერვლის №39 ბრძანებულება - სსმ III, №10 01.02.2004 წ., მუხ.106
2. სახელმწიფო კომისიაში ჩამოყალიბდეს ქვეკომისიები შესაბამისი წინადადებებისა და საკანონმდებლო აქტების პროექტების შესამუშავებლად შემდეგი საკითხების მიხედვით:
ა) საქართველოს ტერიტორიულ სახელმწიფოებრივი მოწყობის პრინციპების თაობაზე წინადადებების მოსამზადებლად;
ბ) (ძალადაკარგულია);
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 იანვრის №30 ბრძანებულება - სსმ III, №6 24.01.2004 წ., მუხ.93
გ) ინსტიტუციური განვითარების საკონსტიტუციო საკითხებზე წინადადებების მოსამზადებლად.
3. ქვეკომისიების თავმჯდომარეებსა და შემადგენლობას (სახელმწიფო კომისიის წევრთაგან), შესაბამისი წინადადებებისა და საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადების გეგმას ამტკიცებს და კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად პირთა მოწვევის საკითხს წყვეტს სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე.
4. სახელმწიფო კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ქვეკომისიის სხდომას ქვეკომისიის თავმჯდომარე. სახელმწიფო კომისიის სხდომა იმართება თვეში ერთხელ, ხოლო ქვეკომისიის სხდომა საჭიროებისამებრ.
5. სახელმწიფო კომისიის რიგგარეშე სხდომის მოწვევა ხდება სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მისივე ინიციატივით ან კომისიის წევრთა 1/3-ის წერილობითი მოთხოვნით.
6. სახელმწიფო კომისიისა და ქვეკომისიების სხდომებზე გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს შესაბამისი კომისია.
7. სახელმწიფო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო კანცელარია.
8. სახელმწიფო კომისიისა და ქვეკომისიის გადაწყვეტილება დასკვნებისა და დოკუმენტაციის მოთხოვნის თაობაზე სავალდებულოა შესასრულებლად ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებისათვის.
9. სახელმწიფო კომისია და ქვეკომისიები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით, ამ ბრძანებულებითა და „სამთავრობო კომისიების შექმნის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1 მაისის №204 ბრძანებულებით.
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 ოქტომბრის №454 ბრძანებულება - სსმ III, №108 04.11.2002 წ., მუხ.946
2. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 იანვრის №30 ბრძანებულება - სსმ III, №6 24.01.2004 წ., მუხ.93
3. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 თებერვლის №39 ბრძანებულება - სსმ III, №10 01.02.2004 წ., მუხ.106
`