საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4137-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-29
სარეგისტრაციო კოდი
010320000.05.001.016165
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) 111-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამსახურიდან განთავისუფლების შეზღუდვები არ ვრცელდება ამ კანონის 30-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე.“.

 მუხლი 2. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007,      მუხ. 392) 42-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 17 დეკემბერი.

№4137-რს

კრებსითი — სრული ვერსია