საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4046-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-12-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-29
სარეგისტრაციო კოდი
060000000.05.001.016151
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13, 02.07.2009, მუხ. 63) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება ვალდებულია ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოაქვეყნოს საარბიტრაჟო წარმოების წესები.“.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. თუ საარბიტრაჟო შეთანხმების ორივე მხარე ფიზიკური პირია, საარბიტრაჟო შეთანხმებას ხელი უნდა მოაწერონ მხარეთა ადვოკატებმაც ან საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.“.

მუხლი 2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 35621 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხების განხილვასა და გადაწყვეტას.“.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4046-რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია