„სახელმწიფო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4053-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-12-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-29
სარეგისტრაციო კოდი
040150000.05.001.016154
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 16.06.2004, მუხ. 50) 121 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტის:

ა.ა) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გაცემა;“;

ა.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და აღრიცხვიდან მოხსნა;“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სააგენტო უფლებამოსილია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული საქმიანობისა და მომსახურების სახეობებისა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე გასწიოს სხვა სახის მომსახურებაც. ასეთი მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 17 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4053-რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია