„სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4074-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-12-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-29
სარეგისტრაციო კოდი
230000000.05.001.016143
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-4 მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:

ა) პირველი ინსტანციის სასამართლოში:

ა.ა) ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს;

ა.ბ) იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს;

ბ) სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში:

ბ.ა) ფიზიკური პირისათვის – 5 000 ლარს;

ბ.ბ) იურიდიული პირისათვის – 7 000 ლარს;

გ) საკასაციო ინსტანციის სასამართლოში:

გ.ა) ფიზიკური პირისათვის – 6 000 ლარს;

გ.ბ) იურიდიული პირისათვის – 8 000 ლარს.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4074-რს

კრებსითი — სრული ვერსია