რიგი საწარმოების ვადაგადასაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
290
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-06-14
გამოქვეყნების თარიღი
2002-06-17
სარეგისტრაციო კოდი
200.230.100.05.002.002.
რიგი საწარმოების ვადაგადასაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №290

2002 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

რიგი საწარმოების ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ

„საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად:

1. შეუწყდეთ რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობა სააქციო საზოგადოებებს – „მარსს“ (ზესტაფონი), „სანატორიუმ ლიკანს“ (ბორ­ჯომი), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს – „ბაჩას“ (ტყი­ბული), „ვობი-რუსთავს“ (რუსთავი) და „დმანისს“ (დმანისი).

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) რეს­ტრუქ­ტურიზაციის დაწყების თარიღიდან ამ საწარმოთა მიმართ რეს­ტრუქ­ტურიზებული დავალიანების გადაუხდელი ნაწილისათვის გამო­იყენოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინან­სური სან­ქციები.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია