თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/4 დადგენილებაში "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების,კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
15/3
მიმღები ორგანო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-30
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.157.016029
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/4 დადგენილებაში "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების,კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №15/3

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/4 დადგენილებაში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/4 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   – ,,სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო თანამდებობრივ სარგოებს საკრებულო.’’.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                            გ. მესტვირიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია