საქართველოს მოსახლეობის რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის" შესრულებისათვის რადიაქტიულ და ჯანმრთელობისათვის სხვა განსაკუთრებით საშიშ ნივთიერებათა გაუვნებლობის მომენტში დასაქმებულ პირთა მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
289
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-06-14
გამოქვეყნების თარიღი
2002-06-17
სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.05.002.002.
საქართველოს მოსახლეობის რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის" შესრულებისათვის რადიაქტიულ და ჯანმრთელობისათვის სხვა განსაკუთრებით საშიშ ნივთიერებათა გაუვნებლობის მომენტში დასაქმებულ პირთა მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №289

2002 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოსახლეობის რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის“ შესრულებისათვის რადიაქტიურ და ჯანმრთელობისათვის სხვა განსაკუთრებით საშიშ ნივთიერებათა გაუვნებლობის მომენტში დასაქმებულ პირთა მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების შესახებ

1. „საქართველოს მოსახლეობის რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის“ შესრულებისათვის რადიაქტიურ და ჯანმრთელობისათვის სხვა განსაკუთრებით საშიშ ნივთიერებათა გაუვნებლობის მომენტში დასაქმებულ პირთა მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება დასაშვებია „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „საქართველოს მოსახლეობის რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამისათვის“ გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.

2. „საქართველოს მოსახლეობის რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის“ შესრულების მიზნით რადიაქტიურ და ჯანმრთელობისათვის სხვა განსაკუთრებით საშიშ ნივთიერებათა გაუვნებლობის მომენტში დასაქმებულ პირთა შესრულებული სამუშაო ანაზღაურდეს კომპენსაციის სახით მაქსიმუმ 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია