საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №254
2002 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
გ. ბეჟუაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გელა ბეჟუაშვილს, რათა ხელი მოაწეროს „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ“ ხელშეკრულებას.
ე. შევარდნაძე