ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №26 დადგენილებაში "ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
43
მიმღები ორგანო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-05
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.167.016027
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №26 დადგენილებაში "ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №43

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №26 დადგენილებაში ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №26 დადგენილებაში ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’.

2. დებულების მე-6 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ბ)  ახორციელებს მოქალაქეთა განცხადებების აღრიცხვას, რეგისტრაციას, მათზე რეაგირების უზრუნველყოფას;’’.

3. დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1’’ ქვეპუნქტი:

 ,,ა1)  ახორციელებს გამგეობაში ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზებას, შემოსული და გასული ოფიციალური კორესპონდენციების და წერილების აღრიცხვას, რეგისტრაციას, დანიშნულებისამებრ განსახილველად გადაცემას;’’.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე              გ. გოზალიშვილი

 

 

 

                                                                 

კრებსითი — სრული ვერსია