თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №49
2010 წლის 27 დეკემბერი
ქ. რუსთავი
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 17 იანვრის დადგენილება №54 - ვებგვერდი, 24.01.2011 წ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-195 მუხლის მე-3 პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების შესაბამისად,
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, სასყიდლით გადაცემისას, უძრავი და მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ან ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 17 იანვრის დადგენილება №54 - ვებგვერდი, 24.01.2011 წ.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. გურგენიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 17 იანვრის დადგენილება №54 - ვებგვერდი, 24.01.2011 წ.