თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/2045
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2010-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2019-08-01
სარეგისტრაციო კოდი
330130000.22.024.016030
თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2045

2010 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

,,ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს თანდართული კრიტერიუმები.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია

დანართი

თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმები:

    მუხლი 1

საშუალო კლასის სასტუმროს კრიტერიუმებია:

ა) სასტუმროს ერთი ნომრის ოთახ(ებ)ის ფართობი – არანაკლებ 21 კვ.მ., მათ შორის – სააბაზანო/სანიტარიული კვანძის ფართობი არანაკლებ 5კვ.მ;

ბ) ლიფტი – თუ სასტუმრო  2 სართულზე მეტია;

გ) სანიტარიული კეთილმოწყობა:

გ.ა) საშხაპე/საპირფარეშო ან სააბაზანო/საპირფარეშო;

გ.ბ) პირსაბანი.

დ) ელექტრომომარაგება:

დ.ა) გარე განათება;

დ.ბ) შენობის შიდა ფართობის განათება;

დ.გ) სასტუმრო ოთახ(ებ)ის და სანიტარიული კვანძის სათანადო განათება და ელექტრომომარაგება;

ე) ხმაურის კონტროლი/ჰაერის კონდიცირება:

ე.ა) ხმაურდამცავი მინაპაკეტის ფანჯარა;

ე.ბ) ოთახები ცენტრალური ან/და ინდივიდუალური კონდიცირებით, აღჭურვილი ინდივიდუალური მართვის საშუალებებით;

ე.გ) დამხმარე ოთახებისა (საჭიროების მიხედვით) და საზოგადოებრივი ადგილების ცენტრალური ან/და ინდივიდუალური კონდიცირება;

ვ) სასტუმროსთან ავტოტრანსპორტით მისასვლელი.

ზ) პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის:

ზ.ა) სასტუმროსთან ეტლით მისასვლელი პანდუსი;

ზ.ბ) შენობის შიგნით შეუფერხებელი გადაადგილება;

ზ.გ) ლიფტით, ეტლით გადაადგილება;

ზ.დ) არანაკლებ სამი ნომერი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საჭირო პირობების გათვალისწინებით.

თ) სტუმართა რეგისტრაცია (რეცეფცია):

თ.ა) განცალკევებული, დამოუკიდებელი რეგისტრაციის ადგილი;

თ.ბ) მინიმუმ სამადგილიანი მოსასვენებელი რეცეფციასთან;

თ.გ) სანიტარიული კვანძი მისაღებ სივრცეში.

ი) კვების ობიექტები:

ი.ა) სასადილო;

ი.ბ) რესტორანი.

კ) ტელეკომუნიკაციები:

კ.ა) ტელეფონი და ინტერნეტი ოთახში;

კ.ბ) ტელეფონი და ინტერნეტი საზოგადოებრივ ადგილას;

კ.გ) სატელევიზიო მაუწყებლობა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №1-1/239 - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 201 9 წლის 1 აგვისტოს ბრძანება № 1- 1 / 378- ვებგვერდი, 05.08.2019წ.

    მუხლი 2

მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმებია:

ა) სასტუმროს ერთი ნომრის ოთახ(ებ)ის ფართობი – არანაკლებ 25 კვ.მ., მათ შორის – სააბაზანო/სანიტარიული კვანძის ფართობი არანაკლებ 6კვ.მ.

ბ) ლიფტი – თუ სასტუმრო 2 სართულზე მეტია;

გ) სანიტარიული კეთილმოწყობა;

გ.ა) საშხაპე/საპირფარეშო ან სააბაზანო/საპირფარეშო;

გ.ბ) პირსაბანი.

დ) ელექტრომომარაგება:

დ.ა) გარე განათება;

დ.ბ) შენობის შიდა ფართობის განათება;

დ.გ) სასტუმრო ოთახის და სანიტარიული კვანძის სათანადო განათება და ელექტრომომარაგება.

 ე) ხმაურის კონტროლი/ჰაერის კონდიცირება:

 ე.ა) ხმაურდამცავი მინაპაკეტის ფანჯარა;

 ე.ბ) ოთახები ცენტრალური კონდიცირებით, აღჭურვილი ინდივიდუალური მართვის საშუალებებით;

 ე.გ) დამხმარე ოთახების (საჭიროების მიხედვით) და საზოგადოებრივი ადგილების ცენტრალური კონდიცირება;

ე.დ) ოთახში შესასვლელი ხმაურდამცავი კარი;

ვ) სასტუმროსთან ავტოტრანსპორტით მისასვლელი.

ზ) პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის:

ზ.ა) სასტუმროსთან ეტლით მისასვლელი პანდუსი;

ზ.ბ) შენობის შიგნით შეუფერხებელი გადაადგილება;

ზ.გ) ლიფტით, ეტლით გადაადგილების უზრუნველყოფა;

ზ.დ) არანაკლებ სამი ნომერი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საჭირო პირობების გათვალისწინებით.

თ) სტუმართა რეგისტრაცია (რეცეფცია):

თ.ა) განცალკევებული, დამოუკიდებელი რეგისტრაციის ადგილი;

თ. ბ) მინიმუმ ხუთადგილიანი მოსასვენებელი რეცეფციასთან;

თ.გ) სანიტარიული კვანძი მისაღებ სივრცეში.

ი) კვების ობიექტები:

ი.ა) სასადილო;

ი.ბ) რესტორანი;

ი.გ) ბარი.

  კ) ტელეკომუნიკაციები:

კ.ა) ტელეფონი და ინტერნეტი ოთახში;

კ.ბ) ტელეფონი და ინტერნეტი საზოგადოებრივ ადგილას;

კ.გ) WIFI ინტერნეტი;

კ.დ) სატელევიზიო მაუწყებლობა.

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 201 9 წლის 1 აგვისტოს ბრძანება № 1- 1 / 378- ვებგვერდი, 05.08.2019წ.

    მუხლი 3 (ამოღებულია)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 201 9 წლის 1 აგვისტოს ბრძანება № 1- 1 / 378- ვებგვერდი, 05.08.2019წ.

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია