ქ. თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №14-79
2010 წ ლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის ქ. თბილისის მერიის მიერ სესხის გაცემაზე თანხმობის შესახებ
1. „ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის № 14-78 გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის განხორციელების მიზნით, „ საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ “ საქართველოს კანონის 472 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თანხმობა მიეცეს ქ. თბილისის მერიას უპროცენტოდ, უზრუნველყოფის გარეშე გასცეს სესხი, ქ. თბილისში არსებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე, 4 წლის ვადით.
2. გადაწყვეტილება ძალაშია 2011 წლის 3 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი