ქ. თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №14-7 6
2010 წ ლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ ქ. თბილისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე “ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის № 1-3 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ ი “ ქვეპუნქტის და „ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ “ საქართველოს კანონის თანახმად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა, შეტანილ იქნეს ცვლილებები „ ქ. თბილისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის № 1-3 გადაწყვეტილებაში და პირველი პუნქტის „ გ“ და „ დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 3 000 ლარი კვარტალში;
დ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – 7 500 ლარი კვარტალში.“
2. გადაწყვეტილება ძალაშია 2011 წლის 1 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი