„საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის 2001 წლის 17 მაისს ,,კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ" ხელმოწერილი ხელშეკრულების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
178
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-04-16
გამოქვეყნების თარიღი
2002-04-18
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.002.
„საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის 2001 წლის 17 მაისს ,,კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ" ხელმოწერილი ხელშეკრულების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე"

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №178

2002 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის 2001 წლის 17 მაისს „კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ“ ხელმოწერილი ხელშეკრულების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2001 წლის 17 მაისს „კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ“ ხელმოწერილი ხელშეკრულება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების აუცილებლობის შესახებ.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია