საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ" 2002 წლის 11 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
177
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-04-16
გამოქვეყნების თარიღი
2002-04-18
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.002.
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ" 2002 წლის 11 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №177

2002 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ“ 2002 წლის 11 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2002 წლის 11 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია