"ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 10 დეკემბრის №806 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
75
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2010-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-28
სარეგისტრაციო კოდი
390110000.22.023.016035
"ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 10 დეკემბრის №806 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №75

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ.თბილისი

„ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 10 დეკემბრის №806 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 10 დეკემბრის №806 ბრძანებაში (სსმ III, 2008 წ., №177, მუხ.1804.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2012 წლის პირველი იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ა) „საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის №566 ბრძანება;

ბ) „ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანება;

გ) „დებულების „ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ” დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის 2000 წლის 1 ივნისის №10/37 ბრძანება.“.

2. ბრძანების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტისა, ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 31 დეკემბრიდან.

გ. ხაჩიძე

კრებსითი — სრული ვერსია