საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №215
2002 წლის 3 მაისი
ქ. თბილისი
ა. გამყრელიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ამირან გამყრელიძეს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების (პირველადი ჯანმრთელობის დაცვის განვითარების პროექტი)“ ტექსტის მიღების მიზნით.
ე. შევარდნაძე